Monday, January 22, 2018

წრის დასახელება და მოკლე დახასიათება



წრის დასახელება: „უფრო მეტი ვიდრე კომპიუტერი“
სკოლა: სსიპ ქალაქ მცხეთის N2 საჯარო სკოლა
სამიზნე ჯგუფი: დაწყებითი კლასები (I-IV)
წრის ხელმძღვანელი მასწავლებელი: ნონა გამხიტაშვილი
სასწავლო წელი: 2017-2018 სასწავლო წლის II სემესტრი (კვირაში 1 საგაკვეთილო საათი.)
საწრეო მუშაობის მიზანი:  საწრეო მუშაობის მიზანია აზროვნების განვითარება, სხვა საგნებში მიღებული ცოდნის განმტკიცება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების მიღება. მოსწავლეს შეექმნება სწორი წარმოდგენა ინფორმაციის არსსა და აღნიშნულ პროცესებზე, რაც ხელს შეუწყობს მომავალში ბავშვის აზროვნების სწორი მიმართულებით განვითარებას.  გაკვეთილები მოიცავს როგორც თეორიულ ისე პრაქტიკულ მუშაობას. სასწავლო მასალა შედგება 16 გაკვეთილისგან, რომლებიც დაყოფილია ოთხ ნაწილად:
1.       შესავალი ნაწილი;
2.       კომპიუტერი;
3.       ინფორმაცია კომპიუტერში;
4.       კომუნიკაცია.
საწრეო მუშაობის შედეგი:  
ü  მოსწავლე ფლობს ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ ძირითად ცნებებს და ოპერაციებს;
ü  მოსწავლეს შეუძლია კომუნიკაციის ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენება;
ü  მოსწავლეს შეუძლია კვლევის ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენება.
საჭირო რესურსებიკომპიუტერული კლასი, კომპიუტერი, პროექტორი, მეხსიერების ბარათები, პრინტერი, სახელმძღვანელო, რვეული, კალამი.


No comments:

Post a Comment